product 2 image

Bovimix ჩლიქის პროთეზის წებო

BOVIMIX არის ჩლიქის ორ კომპონენტიანი წებო. დამზადებულია იტალიაში კომპანია INCHIMICA-ს მიერ. ჩლიქის ორკომპონენტიანი წებო გამოიყენება ჩლიქზე ხის ან ურეთანისგან დამზადებული პროთეზის დასამაგრებლად სხვადასხა პათოლოგიების დროს როგორიცაა თეთრი ხაზის აბსცესი, კედლის ბზარი, ჩლიქის გულის აბსცესი, თითის ნეკროზის და სხვა. ასევე გამოიყენება თითის ამპუტაციის და ზედმეტი დამუშავების შემთხვევაშიც. BOVIMIX შეიცავს 200 მლ წებოს, რაც საკმარისია ჩლიქზე 6-9 პროთეზის დასამაგრებლად. დაუშვებელია წებოს დატანება ჩლიქის დაზიანებულ მონაკვეთზე ან რბილ ქსოვილზე. სამუშაო დრო: 30 წამი (20 ° C) შემაკავშირებელი დრო: 3 წუთი ტევადობა: 178-200 მლ (დამოკიდებულია კარტრიჯის ტიპზე) შენახვის ვადა: დამზადების თარიღიდან 12 თვე (სწორი შენახვისთანავე) შენახვის ტემპერატურა: 20-30 ° C გამოყენების ტემპერატურა: 18-30 ° C

₾ 105.00
ჩლიქის მოვლა
product 1 image

SOLETTA-ს ურეთანის ჩლიქის პროთეზი

SOLETTA-ს არის ახალი თაობის ურეთანის პროთეზი. დამზადებულია შავი, მთლიანად გადამუშავებადი ურეთანის ბაზაზე შექმნილი პლასტმასის მასალისგან. პროთეზის სიმტკიცე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საშუალებას აძლევს მაქსიმალურ კომფორტს გადასაადგილებლად და საუკეთესო მოჭიდებას მოლიპულ ზედაპირებზე. SOLETTA- ს სიმეტრიული დიზაინი საშუალებას აძლევს ჩლიქის დამმუშავებეს გამოიყენოს პროდუქტი მარჯვენა ან მარცხენა თითზე. ჩლიქის დამმუშავებლის მუშაობის გასაადვილებლად, ბლოკზე აღნიშნულია "წებოს მხარე". ღარები აძლიერებს ზედაპირზე წებოს შესანიშნავ განაწილებას და წებოს მინიმალური რაოდენობით გამოყენებას, ღარები უზრუნველყოფს ჩლიქის საუკეთესო გადაბმას პროთესზე SOLETTA ხელმისაწვდომია ორ სიმეტრიულ ზომაში: სიგრძე 120მმ X სიგანე 55მმ X სისქე 12მმ. სიგრძე 120მმ X სიგანე 55მმ X სისქე 17მმ

₾ 9.00
ჩლიქის მოვლა